ა(ა)იპ "არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი“ - LAG არაგვი, ჩამოყალიბდა 2020 წელს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ"-ის (PIN) მხარდაჭერით.
არაგვის ლაგმა გააერთიანა განსაკუთრებული მოტივაციის მქონე ადამიანები და დღეს ჩვენი გუნდი მუშაობს მთავარი მიზნის მისაღწევად, რომელსაც გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის თემების გაძლიერება და მხარდაჭერა წარმოადგენს.
ამისთვის აღნიშნულ თემებში ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ:
-
სოფლად განვითარების სახელმწიფო პოლიტიკისა და მექანიზმების მხარდაჭერა გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში
-
გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის სოციალური-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საფუძველზე
-
ახალგაზრდების და ქალების განათლების, დასაქმების და განვითარების ხელშეწყობა
-
სოციალური მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში
-
საქველმოქმედო და ფილანტროპული საქმიანობა
- გარემოს დაცვითი პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობა