რეწვის პროდუქტების განვითარება და მარკეტინგი

 

3 ნოემბერს, არაგვის თემთა განვითარების ჯგუფის ოფისში, გაიმართა ტრენინგი თემაზე

" რეწვის პროდუქტების განვითარება და მარკეტინგი"

       


ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წარმომადგენელი - ანო შანშიაშვილი


 

შეხვედრაზე განხილულ იქნა :

  • ​სიძველის და ავთენტურობის მნიშვნელობა პროდუქტის წარმოებისას​
  • პროდუქტის ფუნქციური დივერსიფიკაცია მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით
  • უნივერსალური კოლექციის შექმნის მნიშვნელობა
  • ბუნებრივი მასალის უპირატესობა პროდუქტის წარმოებისას
  • მასალისა და ფერთა კომბინაციები 
  • პროდუქტის შექმნისას  მასში კომფორტის დეტალების შეტანის აუცილებლობა
  • პროდუქტის ფასის განსაზღვრისა და კორექციის გზები

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ტრადიციული რეწვის ოსტატებმა  არაგვის თემებიდან