სიახლეები
საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა
2021-05-19
2021 წლის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის 18 სოფელში.
ასევე დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციები გაიმართა არაგვის თემთა განვითარების ჯგუფის ოფისში, სოფელ ჩინთში და თბილისში
პროექტის თანამშრომლებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებზე ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს არაგვის თემთა განვითარების ჯგუფის წევრებმა.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საგრანტო კონკურსის პირობები, პირველადი ბიზნეს და სათემო-საჯარო განაცხადების შევსების ფორმები. ასევე ადგილობრივებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია 2021 წლის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტში სეტანილი ცვლილებების შესახებ.