2021 წლის საგრანტო კონკურსი
არაგვის განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსს აცხადებს
„ფიფლ ინ ნიდ“ (People In Need - PIN) არის ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების ხელშეწყობის პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზეა ორიენტირებული. იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა მსოფლიოს 37 ქვეყანაში. „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და წარმოდგენილია ოფისებით თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში და გორში.
პროექტის მიზანია, გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში მუდმივად ან სეზონურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევე როგორც, ყველა სექტორისა და მოსახლეობის აქტიურად ჩართვა ადგილობრივ განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში, LEADER/CLLD მიდგომის საფუძველზე შეიქმნა „არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი“, რომელიც წარმოადგენს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გაერთიანებას და მისი ძირითადი მიზანია სამიზნე თემების გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობა სტრატეგიული მიზნების დასახვის და სექტორთშორისი თანამშრომლობის მეშვეობით.
არაგვის თემთა განვითარების ჯგუფმა შეიმუშავა „ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2025“, რომლის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერადაც ცხადდება საგრანტო კონკურსი.
საგრანტო დოკუმენტაცია:
- Aragvi LAG-საგრანტო სახელმძღვანელო
- ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2025
- პირველადი ბიზნეს განაცხადის ფორმა (დანართი #1)
- პირველადი ბიზნეს განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი #2)
- პირველადი სათემო-საჯარო განაცხადის ფორმა (დანართი #3)
- პირველადი სათემო-საჯარო განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი #4)
- სამიზნე სოფლების ჩამონათვალი (დანართი #5)
ჯგუფური კონსულტაციები გაიმართება სოფ. ჩინთში, 12 და 13 მაისს, 13:00-ზე
პირველადი განაცხადების მიღება იწარმოებს 05.05.2021-დან 18.05.2021-ის
17:00 ჩათვლით, ელ.ფოსტის საშუალებით, მისამართზე: aragvigrants@gmail.com