საფეხმავლო ბილიკის მონიშვნის პროექტის მომზადება და განხორციელება

პროექტის ,, არაგვის თემთა მდგრადი განვითარება" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე:

,,საფეხმავლო ბილიკის მონიშვნის პროექტის მომზადება და განხორციელება"

 

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ნაწილში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
  • საფეხმავლო ბილიკის გეგმარების და მონიშვნის საქართველოს და საერთაშორისო სტანდარტები
  • ბილიკის მონიშვნის პროექტის მომზადება, სირთულის შეფასება, დისტანციისა და დროის გამოთვლის პრინციპები
  • ბილიკის მონიშვნის მომზადებისა და განხორციელებისთვის საჭირო ხელსაწყოები, პროგრამული უზრუნველყოფა, ონლაინ რესურსები
  • ტურისტული პროდუქტები, თანამედროვე ტენდენციები
  • თემატური ტურების შექმნა 
ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში :

მონაწილეებმა თავად შექმენს საფეხმავლო ბილიკის სირთულის აღმნიშვნელი ნიშნულები.

წინასწარ მოცემული პროექტის მიხედვით, ტრენინგის მონაწილეებმა ჯგუფური მუშაობის პროცესში ბოძებზე თავად განათავსეს მანიშნებელი დაფები, რისთვისაც გამოიყენეს თეორიულ ნაწილში მიღებული ცოდნა ბილიკის ინფრასტრუქტული მოწყობისას მანიშნებელი დაფების გამოყენებისა და განთავსების წესების შესახებ.

ტრენინგის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა საფეხმავლო ბილიკების გეგმარების სპეციალისტმა - ზვიად კელენჯერიძემ

ტრენინგში მონაწილეობდნენ არაგვის თემთა განვითარების ჯგუფის წევრები, რომელთაც მიღებული ცოდნის საფუძველზე მომავალში შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის პროექტებში.

ტრენინგ-კურსის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები