პროექტის "არაგვის თემთა მდგრადი განვითარება" ფარგლებში, ლაგის  წევრების და თემის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით შეიქმნა არაგვის  ბრენდი  "სამმთისა"
 

ბრენდი აერთიანებს  ფშავში, გუდამაყარსა და ხევსურეთში არსებულ  სხვადასხვა მომსახურებებს, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ხარიხსიანი პროდუქტის შექმნასა და შეთავაზებაზე.  ბრენდისთვის ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი არამატერიალური კულტურის ნიმუშებიც, როგორიცაა მაგალითად, ტრადიციები და ა.შ
 

  ბრენდის მიზანია:

  • რეგიონის ცნობადობის ამაღლება და პოზიციონირება.

  • ტურიზმის განვითარება.

  • არაგვის ბრენდის, როგორც ხარისხის ნიშნის ჩამოყალიბება.

  • ადგილობრივი მომსახურებების და პროდუქციის ხარისხის ამაღლება.


სახელი "სამმთისა" - ზემოხსენებული სამი თემის: ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ერთობას წარმოადგენს. ლოგო კი, მთაში კარგად ცნობილი წყლის ჭურჭელი - თუნგია, რომელიც არის ჩვენი ხარისხის ნიშანი.