კონკურსი - სათემო, ინოვაციური მომსახურებების შექმნა

 

პროექტის ,,განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მხარდაჭერა არაგვის დაცული ლანდშაფტის თემებისთვის“ ფარგლებში ცხადდება კონკურსი: სათემო, სოციალური სერვისების ჩამოყალიბება მოწყვლადი ჯგუფებისათვის, როგორიცაა, Მაგ: სოციალური შემწეობის მიმღები, ცენტრალური სატრანსპორტო გზიდან 2 და მეტი კილომეტრით დაშორებულ სოფელში მცხოვრები ადამიანები, შეზღუდული    შესაძლებლობების მქონეები, მარტოხელა მშობლები, მარტო მცხოვრები პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები - 3 და მეტი არასრულწლოვანით და სხვა. 

 

აღნიშნული პროექტი უნდა გახორციელდეს მხოლოდ ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიაზე. 

 

Განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 29 აპრილი, 2024 წელი, 18:00 საათი 

 

ვის შეუძლია მონაწილეობა: 

მხოლოდ იმ საინიციატივო ჯგუფებს, რომლებშიც: 

  • Გაერთიანებულია 3 ან მეტი ადამიანი, რომლებიც საქმიანობენ ან წელიწადში მინიმუმ 2 თვეს ატარებენ სამიზნე თემში. 
  • Წარმოსადგენი დოკუმენტები: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ზემოთხსენებულ მოთხოვნასთან შესაბამისობას. 

 

Არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც:

  • რეგისტრირებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და აქვს დოკუმენტურად დადასტურებული გამოცდილება აღნიშნულ თემებთან მუშაობის. 
  • Წარმოსადგენი დოკუმენტები: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და სამიზნე თემებში გახორციელებული პროექტების ანგარიშები/წერილი დონორისგან.

 

 კონკურსის მიზნები - რა შეიძლება დაფინანსდეს: 

 

ყველა ის საქმიანობა, რომელიც პოტენციურად ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფებისათვის სათემო, სოციალური სერვისების შექმნა, გაუმჯობესებას. იქნება ეს კონკრეტული პროდუქციის წარმოება, რაიმე მომსახურება თუ სხვა დამხარე საქმიანობა.  

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ იმ აქტივობების, აღჭურვილობისა და მომსახურების დაფინანსება, რომელიც იქნება მიმართული აღნიშნული სერვისის დანერგვა/გახორციელებაზე. 

 

!დაუშვებელია ცოცხალი პირუტყვის, ფრინველის და უძრავი ქონების შესყიდვის მოთხოვნა, სარემონტო/სამშენებლო სამუშაოები, ფარმაცევტული და მალფუჭებადი პროდუქტების დისტრიბუცია ან ერთჯერადი აქტივობები, რომელსაც განგრძობადი ხასიათი არ ექნება და სხვა ხარჯები, რომლებიც ლოგიკურად არ უკავშირდება აღნიშნულ სერვისს. 

 

დამატებითი პირობები: 

  • დაინტერესებულმა პირებმა სატელეფონო ზარის მეშვეობით უნდა დააფიქსირონ კონკურსში მონაწილეობის სურვილი, (მხოლოდ სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე), ამა წლის 19 აპრილამდე- შემდეგ ტელეფონის ნომერზე - 511 100 754 
  • დაინტერესებულ პირებთან გაიმართება კონსულტაცია განაცხადის შევსების თაობაზე 22 აპრილის ჩათვლით, როგორც ფიზიკურად/ინდივიდუალურად, ისე საჭიროების შემთხვევაში ჯგუფურად ან დისტანციურად. განაცხადის ფორმა იხილეთ დანართი #2  
  • კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ ერთი პროექტი.  
  • Მაქსიმალური მოთხოვნილი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.  
  • თანადაფინანსება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად.  
  • Სახელფასო ფონდი აღნიშნულ პროექტში, არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ბიუჯეტის 25 %-ს. 
  • მოხალისეების შრომითი თანამონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად. 
  • განმცხადებელმა წარმოდგენილი პროექტი, როგორც წერილობით, ასევე პირადად-გასაუბრების სახით უნდა წარუდგინოს შეფასების კომისიას და დაასაბუთოს იდეის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან. 
  • მხარდაჭერისათვის შერჩეულ განმცხადებელთან მოხდება საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება. 
  • მხარდაჭერილი პროექტის განხორციელების მონიტორინგი/შემოწმება მოხდება რამოდენიმეჯერ 2024 წლის ბოლომდე და წარმოაგდენს საკონტრაქტო ვალდებულებას. 

 

წარმოდგენილი პროექტის აქტივობების გახორციელება უნდა დაიგეგმოს იმდაგვარად, რომ პროექტის აქტივობები დასრულდეს ოქტომბრის ბოლოს და საბოლოო ანგარიში წარმოდგენილი იყოს 2024 წლის ნოემბრის ბოლოს. 

 

განაცხადის ფორმა -